|
2022-05-30 18:35:30, 1657 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - უკრაინელი ლტოლვილების 60% უკვე სამშობლოში დაბრუნდა
30 მაისის მდგომარეობით, უკრაინელი ლტოლვილების 60% უკვე დაბრუნდა სამშობლოში. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლი, ვიქტორ ანდრიუსოვი ავრცელებს. მისივე თქმით, ომის დაწყების დღიდან, 7.6 მლნ უკრაინელს მოუწია ქვეყნის დატოვება. " 7,6 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. სამშობლოში დაბრუნებულთა რიცხვი უკვე 4.8 მილიონია, რაც ლტოლვილთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 60%-ია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)