|
2022-05-27 10:34:25, 2921 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ეს ყველაფერი, რასაც რუსეთი ახლა დონბასში ახორციელებს აშკარა გენოციდის პოლიტიკაა
ეს ყველაფერი, ჩვენი ხალხის დეპორტაცია და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა, არის აშკარა გენოციდის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, დონბასში რუსი დამპყრობლების შეტევამ შეუძლია ეს რეგიონი დაუსახლებელი გახადოს. „დონბასში რუსი დამპყრობლების ამჟამინდელმა შეტევამ შეუძლია ეს რეგიონი დაუსახლებელი გახადოს. მათ სურთ პოპასნაიას, ბახმუტის, ლიმანის, ლისიჩანსკის, სევეროდონეცკის და ვოლნოვახას, მარიუპოლის მსგავსად ფერფლად გადაქცევა. ქალაქებსა და საზოგადოებებში, რომლებიც უფრო ახლოს არიან რუსეთის საზღვართან, დონეცკში. ლუგანსკში, ვისაც შეუძლია საოკუპაციო კონტიგენტში მოკლულის და დაჭრილების ადგილის დაკავება. ეს ყველაფერი, ჩვენი ხალხის დეპორტაცია და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა, არის აშკარა გენოციდის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. გარდა ამისა, ზელენკსიმ ასევე კომენტარი გააკეთა ხარკოვის დაბომბვაზეც. „ყველა მშვიდობიანი მოქალაქე. მოკლული ბავშვი (ხუთი თვის) და მამა. დედა მძიმე მდგომარეობაშია. ხარკოვში დაჭრილთა შორის არის ასევე ცხრა წლის გოგონა. ისევ სარაკეტო დარტყმები - სუმის რეგიონი, ისევ დონბასი. ისევ მნიშვნელოვანი გააქტიურება მოხდა. დამპყრობლების არტილერია ზაპოროჟიეს რაიონში. რუსეთზე ზეწოლა ფაქტიურად სიცოცხლის გადარჩენის საკითხია. და ყოველი დაგვიანების, სისუსტის, სხვადასხვა კამათის ან წინადადებების "დამშვიდება". მსხვერპლის ხარჯზე ხდება, ეს ახალი მოკლული უკრაინელები არიან. და ეს არის ახალი საფრთხე ყველასთვის ჩვენს კონტინენტზე",- დასძინა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს გვიან ღამით, ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, რასაც 8 ადამიანის სიცოხცლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო 5 თვის ბავშვიც.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)