01:51 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 12:10:32, 2596 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის გამოყოფილი სესხის ტრანში 500 მილიონით გაზარდა

ევროსაბჭოს გადაწყვეტილებითა და ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში, უკრაინისთვის გამოყოფილი სესხის ტრანში 500 მილიონით გაზარდა. 

განცხადების მიხედვით, ეს რიგით მეოთხე ტრანშია, რითაც მთლიანი თანხა 2 მილიარდ ევრომდე იქნება .

"ხვალინდელი ისტორია უკრაინის ბრძოლის ველზე, დღეს იწერება. დამატებითი €500 მილიონით ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მხარდასაჭერად ჯამში €2 მილიარდამდე გამოყო. დახმარების ეს პაკეთი ევროპის ძალისხმევის ნაწილია, რათა უკრაინას თავის დაცვაში დაეხმაროს. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ. ჩვენ ომის დაწყებიდან ამას ვაკეთებთ და ბოლომდე გავაგრძელებთ". - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics