|
2022-05-24 18:39:19, 1596 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ლორდთა პალატის 154 წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ მარტში მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციამ ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის 154 წევრის მიმართ შეწღუდვები შემოიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ მარტში მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ სანქციების სიაში შეიტანოს რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოს თითქმის მთელი შემადგენლობა, ნაცვალგების საფუძველზე, ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის 154 წევრის მიმართ შემოღებულია პირადი შეზღუდვები“,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. ამასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ 154-მა ადამიანმა პირდაპირი წვლილი შეიტანა ლონდონის ანტირუსული სანქციების შემუშავებაში, რომლებიც მიზნად რუსეთის პოლიტიკური იზოლაციას და მისი ეკონომიკის განადგურების პირობების შექმნას ისახავს. „გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ანტირუსული მოქმედებების გასაძლიერებლად. ისტერია დიდ ბრიტანეთში, რომელიც გამოწვეული იყო ბრიტანეთის კონსერვატიული მთავრობის რუსოფობიურ პოლიტიკურ კურსზე.“- ვკითხულობთ განცხადებაში. გარდა ამისა, სამინისტრომ ასევე პირობა დადო, რომ გააგრძელებს სიების შედგენას დასავლური პირადი სანქციების იმიტაციით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)