|
2022-05-24 18:14:37, 1351 ნახვა
ეკონომიკა
Fitch Ratings-მა „ბაზის ბანკს“ საკრედიტო რეიტინგი „B+“ დაუდასტურა
სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა „ბაზის ბანკს“ საერთაშორისო გრძელვადიანი რეიტინგი (Long Term Issuer Default Rating)“ „B+“-ზე, სტაბილური პროგნოზით, ასევე, მდგრადობის რეიტინგი (VR) „B+“-ზე დაუდასტურა. Fitch-ის თანახმად, დადებითი რეიტინგის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, საფუძვლად უდევს ბანკის თანმიმდევრული, გონივრული და სტაბილური ზრდა. Fitch-მა აქცენტი გააკეთა იმ პოზიტიურ ფაქტორებზე, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს „ბაზის ბანკის“ ფინანსურ და საკრედიტო მდგომარეობის მდგრადობას. ასეთი ფაქტორები მოიცავს როგორც საოპერაციო გარემოს ელემენტებს, როგორიცაა, 2022 წელს, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზის 3.2%-დან 5.8%-მდე ზრდა (Fitch-ის პროგნოზით), ისე ბანკის თანმიმდევრული და მდგრადი ექსპანსიის პოლიტიკის შედეგები:
ეკონომიკური გარემო კვლავ რჩება ძირითად რისკ ფაქტორად. საქართველოს საოპერაციო გარემო მგრძნობიარეა საგარეო შოკების მიმართ, რაც ზრდის ზეწოლას საბანკო სექტორზე. ამის მიუხედავად, ძლიერი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზა, მნიშვნელოვნად ამცირებს საბანკო სექტორზე საოპერაციო გარემოს ზეწოლას და ანეიტრალებს რისკებს, რითიც მდგრადობას და სტაბილურობას უნარჩუნებს ქართულ საფინანსო სექტორს. „ბაზის ბანკი“: აქტიურად განაგრძობს საკუთარი პოზიციების გამყარებას ბაზარზე და მომავალში, საკუთარი საკრედიტო რეიტინგის კიდევ უფრო გაუმჯობესებას მოიაზრებს.
სასამართლომ მოქალაქე კახა კალაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 1500 ლარით დააჯარიმა
ისრაელში ავიაკომპანია Flydubai-ს რეისზე გამოჩენილი გმირობისთვის ქართველ ებრაელ ექიმს დააჯილდოებენ
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)