|
2022-05-24 14:22:59, 1446 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი - დასავლეთმა დაიკავა „დიქტატორის პოზიცია", ამიტომაც ჩინეთთან კავშირს კიდევ უფრო გავზრდით
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი დამოკიდებულება დასავლეთზე და ამის ნაცვლად ის კავშირებს ჩინეთთან გააძლიერებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთს აქვს "მაღალი განვითარებული" საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, რომლებიც "არანაირად არ ჩამოუვარდება დასავლეთს", რაც "უზრუნველყოფს ორმხრივ სარგებელს". „ახლა, როდესაც დასავლეთმა დაიკავა „დიქტატორის პოზიცია“, ჩვენი ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება“, - განაცხადა ლავროვმა მოსკოვში გამართულ კითხვა-პასუხის სხდომაზე. ცნობისთვის, ომის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მჭიდრო კავშირები დაამყარეს. ჩინეთი ამჟამად ყიდულობს რუსული ნახშირის რეკორდულ რაოდენობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)