19:27 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 14:00:16, 1209 ნახვა

მსოფლიო
ჯონსონმა ერდოღანთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-სთვის ღირებული მოკავშირეები იქნებიან

ერდოღანთან გაერთიანებულ სამეფოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობისა და NATO-ს სამხედრო ალიანსის გაფართოების საკითხებზე ვისაუბრეთ. - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

მისივე თქმით, ფინეთი და შვედეთი NATO-სთვის ღირებული მოკავშირეები იქნებიან. 

" ფინეთი და შვედეთი NATO-ს ალიანსისთვის ღირებული მოკავშირეები იქნებიან, მნიშვნელოვანი აქცენტი დაესვა ნატოს გაფართოებაზე, რათა თურქეთის მთავრობამ შვედ და ფინელ კოლეგებთან ერთად აქტიური მუშაობა დაიწყოს და ივნისში მადრიდის სამიტის წინ არსებული დაძაბულობა გადალახოს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics