|
2022-05-20 15:48:15, 1472 ნახვა
ეკონომიკა
აკრედიტაციის ცენტრი ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის ორგანიზაციის (ILAC) სრულუფლებიანი წევრი გახდა
საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი, რომელიც 2005 წლიდან ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის ორგანიზაციის (ILAC) ჯერ აფილირებული, შემდეგ კი ასოცირებული წევრი იყო, 18 მაისიდან უკვე აღნიშნული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მრავალწლიანი რეფორმის შედეგია, რომლის მიზანი საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიებისა და ინსპექტირების ორგანოების საერთაშორისო აღიარების მიღწევაა. „საერთაშორისო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ქართული პროდუქტებისათვის მთავრობის ერთერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ის განსაკუთრებით აქტუალურია მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება გააფორმა. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ასეთ შეთანხმებათა ეფექტური გამოყენება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია არა მხოლოდ სატარიფო ბარიერების მოხსნაზე არამედ არასატარიფო ბარიერების მნიშვნელოვან შემცირებაზე, მათ შორის, საქართველოში გაცემული პროდუქტისა და მომსახურების სერტიფიკატების აღიარებაზე. საქართველოში გაცემული სერტიფიკატების აღიარებისა და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობა, მათ შორის, ერთ-ერთი საუკეთესოა ILAC-ი. როგორც ორგანიზაციის მიზნებშია განსაზღვრული მისი წევრების ძირითადი მიზანია ერთმანეთის სისტემების ეკვივალენტურობის მიღწევა და აღიარება,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. გენადი არველაძის განცხადებით, ILAC-ის მრავალმხრივი აღიარების შეთანხმება მთავრობას სანდო და მძლავრ ჩარჩოს აძლევს, რომლის საფუძველზეც მთავრობათაშორისი ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებები ძლიერდება და ვითარდება. მისი თქმით, ორგანიზაციის წევრობა გარკვეულწილად საქართველოს სერტიფიკაციის სისტემის აღიარებას ნიშნავს, რაც აღნიშნულ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების მაღალ დონეზე განხილვის დროს, შეიძლება, პოზიტიურ ფაქტორად იქნას განხილული. „ILAC-ში სრულფასოვანი წევრობა საქართველოში წარმოებული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის ზრდას და დამატებით ბაზრებზე დაშვების შესაძლებლობას გულისხმობს. სრული წევრობის ფარგლებში, აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ, გადაწყვეტილებების მიღებაში ყოველდღიურად იყვნენ ჩართულები საერთაშორისო დონეზე ხმის უფლებით, რაც საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, საქართველოში აკრედიტაციის სისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ხელს შეუწყობს,“ - განაცხადა აკრედიტაციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ნათია მიქელაძემ. მისი თქმით, აკრედიტაციის ცენტრსა და აკრედიტირებულ ლაბორატორიებს, ILAC-ის სრულუფლებიანი წევრის სტატუსი შესაძლებლობას ანიჭებს, ორგანიზაციის სიმბოლო და „თაგლაინი“ საკუთარ დოკუმენტებზე/სერტიფიკატებზე გამოიყენონ/დაიტანონ, რაც ამ დოკუმენტების საერთაშორისო აღიარებას მიანიშნებს და სერტიფიკატების მიმართ ნდობას მნიშვნელოვნად ზრდის. „ILAC-ს წევრი მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყანა და აკრედიტაციის სფეროში არსებული ყველა რეგიონული ორგანიზაცია არის, როგორც აზიის, აფრიკის, ისე, ამერიკის კონტინენტიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს აკრედიტაციის ცენტრს, როგორც ევროპული აკრედიტაციის მრავალმხრივი აღიარების (EA) MLA ხელშეკრულების ხელმომწერს საკალიბრო და საგამოცდო ლაბორატორიების სფეროში ისო/იეკ 17025 სტანდარტის შესაბამისად, სამედიცინო ლაბორატორიების სფეროში - ისო 15189 სტანდარტის შესაბამისად და ინსპექტირების ორგანოების სფეროში ისო/იეკ 17020 სტანდარტის შესაბამისად, სრულუფლებიანი წევრობის სტატუსის მოპოვების შემდეგ ILAC-ში, ILAC MRA-ს ხელშეკრულების ხელმომწერის სტატუსი მიენიჭა, რაც საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიებისა და ინსპექტირების ორგანოების ევროკავშირთან ერთად, საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)