|
2022-05-20 14:32:33, 1345 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
„საქართველოს ბანკი“, როგორც დეველოპერული სექტორის მხარდამჭერი ბანკი, სამშენებლო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკისა და „არტე დეველოპმენტის“ პარტნიორობის შედეგად გლდანში 12 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი 3000 კვ.მ- ზე „არტე დეველოპმენტსა და საქართველოს ბანკს შორის პარტნიორობა უკვე ორ წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ბანკთან თანამშრომლობამ კომპანიას მოუტანა მეტი სანდოობა ბაზარზე, რამაც გაზარდა მოთხოვნა ჩვენს ბინებზე, გაიზარდა ჩვენი კომპანიის ცნობადობა და ჩვენი, როგორც დეველოპერის მიზნებიც. საქართველოს ბანკის დახმარებით უფრო მოქნილები გავხდით გაყიდვების პოლიტიკაში და სამომავლო გეგმების განსაზღვრაში. ბანკმა კომპანიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა“,- განაცხადა გოდერძი სეფიაშვილმა, კომპანია „არტე დეველოპმენტის“ დირექტორმა. „მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან, „არტე დეველოპმენტთან“ ერთად ვახორციელებთ გლდანში 12 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, რომელიც მოიცავს 185 სახლს, საოფისე სივრცეს, გამწვანებულ ეზოსა და მიწისქვეშა პარკინგს. კომპანიის მთავარი მიმართულება ხარისხიანი და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებაა. „არტე დეველოპმენტის“ დამფუძნებლებს აქვთ 20 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში, რაც პროექტის წარმატების გარანტიაა. ჩვენ ვაგრძელებთ დეველოპერული სექტორის და ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდაჭერას“- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)