19:26 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 15:51:54, 1216 ნახვა

მსოფლიო
ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ნატო-ს არ გამოუთქვამს ინტერესი ბირთვული იარაღის ან მუდმივი სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ

ნატო-ს ალიანსს არ გამოუთქვამს ინტერესი ფინეთში ბირთვული იარაღის ან მუდმივი ბაზების განთავსების შესახებ, განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა.

მარინმა აღნიშნა, რომ თურქეთის წინააღმდეგობის დაძლევა, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, დისკუსიების ფორმატში უნდა გადაიჭრას.

„არც კი არსებობს ინტერესი (ნატოში) ბირთვული იარაღის ან ბაზების განთავსებით ფინეთში. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, დისკუსიების გამართვა თურქეთთან და ყველა სხვა წევრ ქვეყანასთან, კითხვებზე პასუხის გაცემა და გაუგებრობების გამოსწორება“, - განუცხადა მარინმა გაზეთს. 

მეზობელი შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა, რომელიც ფინეთის მსგავსად ითხოვს ნატო-ში გაწევრიანებას, განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ სურდა ნატოს მუდმივი ბაზები ან ბირთვული იარაღი მის ტერიტორიაზე.

თურქეთმა რომელიც, ნატო-ს წევრი ქვეყანაა 1952 წლიდან, გამოთქვა ფინეთისა და შვედეთის წევრობასთან დაკავშირებით მოულოდნელი წინააღმდეგობა გამოთქვა და დაადანაშაულა სკანდინავიური მეზობლები ტერორისტული დაჯგუფებებისთვის თავშესაფარის მიცემაში. ანკარამ ასევე მოიხსენია ქვეყნების მიერ დაწესებული იარაღის ექსპორტის ემბარგო თურქეთზე 2019 წელს  სირიაში შეჭრის შემდეგ.

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო და შვედეთის პრემიერ მინისტრი ანდერსონი სავარაუდოდ ხუთშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics