|
2022-05-19 14:36:50, 2253 ნახვა
კომენტარი
თინა კანდელაკი - საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გამაოცა
კრემლის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი, „ ქართულ ოცნებას“ აქებს და ამბობს, რომ „ სასიამოვნოდ გააოცა" საქართველოს ხელისუფლების პოზიციამ. კანდელაკი წერს, რომ დროა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს და ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი დაწესდეს. "ხშირად მეკითხებიან, რატომ ვწერ ასე იშვიათად ჩემს მშობლიურ საქართველოზე. ცუდზე წერა არ მსურს, კარგი სიახლეები კი ბოლო წლების განმავლობაში იქიდან არ მიგვიღია. ხან გავრილოვს პარლამენტში არასწორ სავარძელზე დასვამენ, ან პოზნერის დაბადების დღეს ჩაშლიან. აღსანიშნავია, რომ ყოველი ასეთი ინციდენტის უკან სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტია იდგა, რომლის ამომრჩეველთა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გამაოცა. ბოლო მოვლენების კონტექსტში უკრაინელმა ტექნოლოგებმა რამდენჯერმე სცადეს ე.წ ქართული ბარათის გატეხა. უკრაინის ოფიციალური პირები ითხოვდნენ საქართველოსგან, გაეხსნა "მეორე ფრონტი" აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და დაეწესებინა გარკვეული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ცნობილმა უკრაინელმა პროპაგანდისტმა არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი არც კი დაფიქრდებოდა, ისე დაუდგებოდა მოძმე უკრაინას გვერდში, მათ შორის სამხედრო გზით. ეტყობა, ბატონ არესტოვიჩს დაავიწყდა, რომ ქართველები ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაემშვიდობნენ მიშას და გასტროლებზე გაგზავნეს. მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ მტკიცე პოზიცია გამოავლინა საქართველოს ტერიტორიული პრობლემების სამხედრო გზით გადაჭრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას კი საკუთარ ფეხში გასროლა უწოდა. ასევე, მიუხედავად მსოფლიო მასობრივი ფსიქოზისა, რომელსაც ვხედავთ პოლონეთში, ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში, ძალიან თბილად და სწორად აღნიშნა წელს საქართველომ გამარჯვების დღე: მემორიალისა და ვეტერანთა პარკების აღდგენა, ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან და სხვა. როგორც არ უნდა ეცადონ დასავლელი პარტნიორები, ერთიანი საბჭოთა ხალხის დიდი ღვაწლის მეხსიერებიდან წაშლას, საქართველოში ეს შეუძლებელია. საქართველოს მოსახლეობის 1/5 (700 ათასი კაცი) 1941 წელს ფრონტზე წავიდა, ნახევარზე ცოტა მეტი კი ცოცხალი დაბრუნდა. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება 164 ქართველ ჯარისკაცს მიენიჭა. რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა რუსმა ეგოროვმა და ქართველმა ქანთარიამ, ერთად აღმართეს. ბოლოს და ბოლოს, გამარჯვებული ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობაში ქართველები იყვნენ - ჯუღაშვილი და ბერია. ეს ხსოვნა დაფასებული უნდა იყოს არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც. და ვერ ერთი სააკაშვილი ვერ შეუშლის ამას ხელს. სააკაშვილი დიდი ხანია მივიწყებულ წარსულშია, ხოლო დაუვიწყარში - დიადი რევაზ ჩხეიძის საბჭოთა ფილმი ჯარისკაცის მამა, რომელიც ჩემზე უკეთ აგიხსნით, რა მნიშვნელობა აქვს თითოეული ქართველისთვის კაცობრიობის ისტორიაში ფაშიზმზე, მთავარ ბოროტებაზე გამარჯვებას. იმედი მაქვს, რომ ამ დადებით სიგნალებს საქართველოდან არა მხოლოდ მე, არამედ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც ხედავენ. დიახ, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ჩვეულებრივი არ არის. არის ბევრი გადაუჭრელი საკითხი და განსხვავებული შეხედულებები. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო მეგობრობის თუ არა, ამ მიმართულებით მოძრაობის დაწყების. ურთიერთობების ნორმალიზების პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება. ცნობისთვის დავამატებ: რუსებს საქართველოს მოსანახულებლად ვიზა არ სჭირდებათ; საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია; საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მოქმედებს ჩვენი წინაპრები საფლავში გადაბრუნდებოდნენ რომ გაეგოთ, რომ ქართველებს მოსკოვში არ უშვებენ, ხოლო ბერლინში - კი", - წერს კანდელაკი Telegram-ზე.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)