|
2022-05-18 21:18:09, 1784 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმმა კიდევ ერთი ტიტული მიიღო
ევროპაში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations ბათუმს ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად ასახელებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში „საუკეთესო ფარული მარგალიტები“ ბათუმი ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და სხვა ევროპული ქვეყნების ტურისტულ ადგილებს შორის პირველ ადგილს იკავებს. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე თქმით, "ბათუმი - ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და გასაოცარი ტურისტული მიმართულება ევროპაში, წელს ევროპის ფარულ მარგალიტებს შორის აღმოჩნდა,“ - იწყებს ბათუმზე წერას European Best Destinations. „საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, აჭარის დედაქალაქი მთელი წლის განმავლობაში მოსანახულებელი ადგილია. სასიამოვნოა სეირნობა ბათუმის ძველი ქალაქის ცენტრის ისტორიულ ქუჩებში ან ველოსიპედით სეირნობა, ლაშქრობა თუ კანიონინგი ახლომდებარე აჭარის მთებში, ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ბოტანიკური ბაღის მონახულება თუ ბათუმის სანაპიროზე ან ზღვის ხედის მქონე გამაჯანსაღებელ სასტუმროში ნებივრობა. მდიდარი ისტორიითა და მემკვიდრეობით, მსოფლიოში უნიკალური მუზეუმებითა და ერთ-ერთი გაბედული არქიტექტურით მთელ ევროპაში, ბათუმი ასევე არის გამორჩეული ადგილი გასტრონომიისა და ღვინის მოყვარულთათვის. ბათუმი იდეალური ადგილია ზაფხულში მოგზაურობისთვის, მაისსა და ივნისში ალუბლის ყვავილის სურნელის ქვეშ ისეირნებთ, შეგიძლიათ შეუთავსოთ ერთმანეთს ქალაქში დასვენება და სანაპიროზე გარუჯვა, ველნესი და შოპინგი. შემოდგომა ბათუმის პარკებსა და აჭარის ბუნებას ათას ფერად აფერადებს და ალბათ, წელიწადის საუკეთესო დროა ქალაქიდან ბუნებაში გასვლისათვის წყვილისათვის, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. ახალი მოდური სასტუმროები, რომლებიც ყოველდღე იხსნება, აზიისა და ევროპის fusion რესტორნები, rooftop ბარები ყველაზე წარმოუდგენელი შენობების თავზე, დიზაინერთა მაღაზიები და განსაკუთრებული ღამის ცხოვრებით, ბათუმი ბევრად მეტია, ვიდრე ჩამალული მარგალიტი ევროპაში - ის გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო City Break მიმართულება ევროპაში“ ნათქვამია European Best Destinations მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. European Best Destinations-ის რეიტინგებს ეხმაურება წამყვანი მედიაგამოცემები Forbes USA და Conde Nast Traveler. გამოცემები ბათუმის, როგორც ევროპის საუკეთესო ფარული მარგალიტის შესახებ სტატიებს აქვეყნებენ. European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations.com, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ აწვდის ინფორმაციას. 2020 წელს, European Best Destinations -მა ბათუმი თბილისთან ერთად ევროპის უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)