|
2022-05-18 16:35:09, 1179 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა სანქციების საპასუხოდ 34 ფრანგი და 27 ესპანელი დიპლომატი გააძევა
რუსეთმა ქვეყანაში 34 ფრანგი დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა საფრანგეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ აპრილში 41 რუსი დიპლომატის გაძევებაზე. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, ეს არის მკაცრი პროტესტი საფრანგეთის ხელისუფლების პროვოკაციულ და გაუმართლებელ გადაწყვეტილებაზე. " ეს არის მკაცრი პროტესტი საფრანგეთის ხელისუფლების პროვოკაციულ და გაუმართლებელ გადაწყვეტილებაზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ქმედება სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობებს და კონსტრუქციულ ორმხრივ თანამშრომლობას" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)