|
2022-05-18 15:23:58, 1150 ნახვა
ეკონომიკა
გურამ გურამიშვილი ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმის მინისტერიალში მონაწილეობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი საერთაშორისო ტრანსპორტის ფორუმის (ITF) მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, წლევანდელი სამიტის ძირითადი თემაა „ტრანსპორტი ინკლუზიური საზოგადოებისთვის"(Transport for Inclusive Society). მინისტრიალზე განხილული იქნება საავტომობილო ტრანსპორტის, საგზაო უსაფრთხოების და ზოგადად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სექტორში მიმდინარე ტენდენციები პოსტ-პანდემიის პერიოდში, აგრეთვე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ფორუმზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და მათ გავლენაზე რეგიონულ სატრანსპორტო მიმოსვლაზე. ასევე განიხილება ახალი სატრანსპორტო მარშრუტები, რათა მინიმუმამდე იქნეს შემცირებული ნეგატიური მოვლენების გავლენა საერთაშორისო და რეგიონულ სატრანსპორტო გადაზიდვებზე. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც სამთავრობო, ასევე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ბიზნესის წარმომადგენლებთან. ITF წარმოადგენს სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფარგლებში მოქმედებს და აერთიანებს 59 ქვეყანას. საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი ყოველწლიურად მართავს მაღალი დონის ტრანსპორტის სამიტს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ წევრი სახელმწიფოების ტრანსპორტის მინისტრები, კერძო სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, ასოციაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ყოველწლიური სამიტი არის ტრანსპორტის მინისტრების მსოფლიოში ყველაზე დიდი ღონისძიება და გლობალური სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი ღონისძიება.
სასამართლომ მოქალაქე კახა კალაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 1500 ლარით დააჯარიმა
ისრაელში ავიაკომპანია Flydubai-ს რეისზე გამოჩენილი გმირობისთვის ქართველ ებრაელ ექიმს დააჯილდოებენ
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)