16:16 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 14:20:37, 1230 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთი გვარამიას დაკავებაზე - გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს კანონის უზენაესობასა და მედიის თავისუფლებაზე

პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაკავების გამო,- პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მედიის თავისუფლებაზე საქართველოში.

"პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისა და ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირის, ნიკა გვარამიას დაკავების გამო.

გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში“,- ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics