|
2022-05-16 11:55:19, 1200 ნახვა
მსოფლიო
სერგეი რიაბკოვი: ნატო-ს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას შევეგუებით
ნატო-ს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთი უბრალოდ შეეგუება შვედეთისა და ფინეთის ამ ბლოკში შესვლას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. რიაბკოვმა აღნიშნა,რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად შვედეთისა და ფინეთის უსაფრთხოება არ გაძლიერდება. „ჩვენთვის ნათელია, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად შვედეთის უსაფრთხოება, ისევე როგორც ფინეთი, არ გაძლიერდება. რა ფორმით უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას ნატოს ამ ზოგადი კონფიგურაციის ცვლილების შემდეგ, ეს ცალკე საკითხია. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა იქნება, პრაქტიკული თვალსაზრისით, ალიანსში ფინეთისა და შვედეთის მოსალოდნელი გაწევრიანების შედეგი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო გარკვეული ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, ორგანიზაციაში მიღებასთან დაკავშირებით კომპრომისზე უარს ამბობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)