|
2022-05-14 17:10:23, 2519 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სენატის წარმომადგენლებს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სენატის წარმომადგენელს რესპუბლიკური პარტიის ლიდერის მიტჩელ მაკკონელის ხელმძღვანელობით შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ზელენსკიმ თქმით, ასეთი ვიზიტი, უპირველეს ყოვლისა, არის აშშ-ს კონგრესის მხრიდან ქვეყნის ორპარტიული მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი. «მადლობა თქვენი ხელმძღვანელობისთვის, რომელიც გვეხმარება ბრძოლაში არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის, არამედ დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებებისთვის. ჩვენ ამას ნამდვილად ვაფასებთ", - აღნიშნა ზელენსკიმ. გარდა ამისა, ზელენსკიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს სენატი სწრაფად დაამტკიცებს დამატებით დაფინანსების პაკეტს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რომელიც უკვე განიხილება წარმომადგენელთა პალატაში და გაიზარდა $33 მილიარდიდან 39,6 მილიარდ დოლარამდე. შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ს სენატში შევიდა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ იქნა აღიარებული. პროცესი ინიცირებული იყო დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალი და რესპუბლიკელი ლინდსი გრეჰემის მიერ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)