|
2022-05-14 14:21:40, 1207 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძის ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა: „მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარტიის პოლიტიკურ მდივანს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, მივესალმები პარტიის გენერალურ მდივანს, ბატონ კახა კალაძეს, მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, მივესალმები პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, მივესალმები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მივესალმები კონფერენციის მონაწილეებს, მივესალმები პარტიის ათასობით წევრს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მედიის საშუალებით ადევნებს თვალყურს ჩვენს დღევანდელ ღონისძიებას.“- განაცხადა კობახიძემ. კობახიძისთ თქმით, სიმბოლურია, რომ პარტიის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქალთა ორგანიზაცია სწორედ, თამარ მეფის ხსენების დღეს ფუძნდება. „დღეს თამარობაა, თამარ მეფის ხსენების დღე. მეფისა, რომლის სახელსაც უკავშირდება ქართული სახელმწიფოსა და ქართული კულტურის ოქროს ხანა და რომელიც ქართულმა ეკლესიამ, სამშობლოსა და სარწმუნოების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის გამო, წმინდანად შერაცხა. ყველას გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს!“- აღნიშნა კობახიძემ. გარდა ამისა, თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ქალები ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ. ქალებს საქართველოში შეჰქონდათ უდიდესი წვლილი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სარწმუნოების დაცვაში, ქვეყნისა და მისი კულტურის განვითარებაში. „დღესაც, საქართველოს ქალები, განურჩევლად მათი ეროვნებისა, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გამორჩეულია მათი როლი განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ქალებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ქართული კულტურის განვითარებაში, ისინი მსოფლიოს მასშტაბით ასახელებენ ჩვენს ქვეყანას სპორტულ ასპარეზზე, ქალებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მართვაში, საჯარო სამსახურში, ქართული ეკონომიკის განვითარებაში.“-განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. ამასთან ერთად, კობახიძემ პოლიტიკაში ქალების აქტიურ მონაწილეობას, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. მისი თქმით, ამისათვის, პარტიამ გასული წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გენდერული კვოტების შემოღება, რომლის საფუძველზეც როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე მუნიციპალურ საკრებულოებში ქალების წარმომადგენლობა არსებითად გაიზარდა. თუმცა, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების კიდევ უფრო აქტიური როლის უზრუნველსაყოფად მეტია გასაკეთებელი. „სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებაც. პარტიის ქალი წევრების პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, პარტიის ქალ წევრებს შორის კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების ახალი ინსტრუმენტების შექმნა, პარტიის საერთაშორისო ურთიერთობებში პარტიის ქალი წევრების როლის გააქტიურება იქნება ამ ორგანიზაციის უმთავრესი ამოცანები. ამასთან, ცხადია, მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის წარმატებულ მუშაობას შეუძლია მნიშვნელოვანი წვრილი შეიტანოს, ზოგადად, ქვეყანაში ქალების გაძლიერებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მათი როლის გააქტიურებაში. გვაქვს ამბიციური გეგმები და ამ გეგმების განხორციელებაში ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაციას წარმატებები მინდა ვუსურვო.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Axios: ვიტკოფმა და კუშნერმა მოსკოვში ვიზიტი გადადეს
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)