10:14 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 18:12:23, 1420 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის N2-ში არსებული სკვერი რეაბილიტირდა.

საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის N2-ში არსებული სკვერი რეაბილიტირდა. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერია ავრცელებს. 

შესაბამისი სამუშაოები 1 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე  ბავშვთა გასართობი ზონა, სავარჯიშო სივრცე და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასევე, გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირება მოხდა.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან და საკრებულოს წევრ ლევან არველაძესთან ერთად გაეცნო.

„საბურთალოს რაიონს კიდევ ერთი განახლებული სკვერი შეემატა. მსგავსი სივრცეების მოწყობა, რომლითაც რამდენიმე კორპუსის მაცხოვრებელი სარგებლობს,  ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი სივრცეების შექმნას და არსებულის განახლებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები, საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით, შპს „ტაომ“  შეასრულა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: პუტინი ჯერ არ დაეთანხმა ტრამპის მიერ უკრაინასთან გამოცხადებულ ენერგეტიკულ ზავს.
Axios: ვიტკოფმა და კუშნერმა მოსკოვში ვიზიტი გადადეს
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics