10:18 - 20 Aug, 2022
რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 16:21:53, 709 ნახვა

სამართალი
ხუთი მოქმედი მოსამართლე სასამაართლოების შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს ასაჩივრებს

საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი მოქმედი მოსამართლე ასაჩივრებს.

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, ეკა არეშიძე, თამარ ხაჟომია და მამუკა წიკლაური კანონში რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობაზე - მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაზე დავობენ.

მოსარჩელეთა განმარტებით, კანონის მოთხოვნა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ საკანონმდებლო განუსაზღვრელობის პირობებში წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან, რომელიც აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას იცავს.

„მოსარჩელეები მიიჩნევენ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის საკანონმდებლო განუსაზღვრელობის პირობებში მოსამართლის გამოხატვის უფლების შეზღუდვას პოლიტიკური ნეიტრალურობის პრინციპის დარღვევით. გასაჩივრებული ნორმით იზღუდება გამოხატვის ნებისმიერი, ყველა ფორმა, თუ საშუალება, იქნება ეს სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ უკრაინისა თუ საქართველოს ოკუპაციისა და ომის საწინააღმდეგო ტექსტური, სიმბოლური, აუდიო, ვიდე ან ფოტო გამოხატვა, ასევე მოწყვლადი, თუ უმცირესობების ჯგუფების ან სხვათა სოციალური სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა. გასაჩივრებული ნორმები უკვე მოქმედებს, შესაბამისად, მოსარჩელეთა გამოხატვის უფლება უკვე შეზღუდულია. ის გარემოება, რომ გამოხატვის უფლების დარღვევის საფუძვლით არ არის დაწყებული დისციპლინური ან სხვა პროცედურები, არ ნიშნავს, რომ თავად უფლება არ არის შეზღუდული“, - აღნიშნულია სარჩელში.

გარდა ამისა, როგორ მოსამართლეები აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული ნორმებით საერთოდ არ  არის გათვალისწინებული მივლინებას დაქვემდებარებული მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმები, რაც შესაძლებელს ხდის, ნებისმიერი მოსამართლე ნების გარეშე მივლინებას დაექვემდებაროს.

აღიშნული სარჩელი 9 ნორმას ეხება, მოსამართლეების თქმით, სადავო ნორმები "საერთოდ არ ითვალისწინებს მოსამართლის ნებას და ეფექტურ ჩართულობას მის მიმართ გადაწყვეტილები მიღების პროცესში", რაც მოსამართლის საქმიანობაში ჩარევასა და თვითნებური გადაწყვეტილების მიღებას რისკის ქვეშ აყენენებს.

„სადავო ნორმის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღოს მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების/უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება „სხვა ობიექტური გარემოებების” არსებობის შემთხვევაში. ამასთანავე, საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის მივლინების ვადის გაგრძელების შესახებ”,- ნათქვამია განცხადებაში.

კანონში შეტანილი ცვლილებები ასევე ეხება მოსამართლის სურვილის გარეშე, მის ერთი ინსტანციიდან მეორეში გადაყვანას, ანუ დაქვეითებას, რაც მანამდე არსებული წესით დაუშვებელი იყო.

„მთელი ამ პროცესის შედეგად, კანონმდებელმა სხვა სასამართლოში მივლინების/სხვა მოსამართლისათვის უფლებამოსილების დაკისრების წესში ცვლილების შეტანით მნიშვნელოვნად შეასუსტა ის გარანტიები, რომელიც მოსამართლეებს, როგორც საჯარო თანამდებობის პირებს, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით აქვთ უზურნველყოფილი. ამასთანავე, გააჩინა განცდა, რომ მიღებული ცვლილები მიზნად ისახავს არასასურველი პოზიციის გამჟღერებელ, „ურჩ” მოსამართლეებზე გავლენის მოხდენას. მიუხედავად იმისა, რომ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სხვა სასამართლოში მივლინება დისციპლინური სახდელის სახეს არ წარმოადგენს, უფლებაში ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, მაინც შეგვიძლია ამგვარი გადაადგილება სადამსჯელო ღონისძიებად მივიჩნიოთ“,- წერია სარჩელში.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილს წარედგინა, ტექსტი კი ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა.

ახალი წესით, მოსამართლეთა დისციპლინური დევნის დასაწყებად საკმარისი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრის თანხმობა, 10-ის ნაცვლად. ასევე, საბჭოს უფლება ექნება, ერთზე მეტი დისციპლინური სასჯელი დააკისროს მოსამართლეს, დისციპლინური დევნის დაწყებისთანავე ჩამოაშოროს საქმეების განხილვას და მისი თანხმობის გარეშე, 1 წლის ნაცვლად, 3 წლით გაუშვას სხვა სასამართლოში მივლინებით. ამავე ცვლილებებით, შესაძლებელი ხდება იუსტიციის საბჭოს წევრების ზედიზედ ორი ვადით არჩევა.

კანონის ახალ რედაქციას, საქართველო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი 13 იანვარს მოაწერა, მიუხედავად იმისა, რომ მისი განცხადების თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებები გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდნენ.

ამასთან შესატან ცვლილებებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანიც გამეხმაურა.

ახალი წესით, მოსამართლეთა დისციპლინური დევნის დასაწყებად საკმარისი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრის თანხმობა, 10-ის ნაცვლად. ასევე, საბჭოს უფლება ექნება, ერთზე მეტი დისციპლინური სასჯელი დააკისროს მოსამართლეს, დისციპლინური დევნის დაწყებისთანავე ჩამოაშოროს საქმეების განხილვას და მისი თანხმობის გარეშე, 1 წლის ნაცვლად, 3 წლით გაუშვას სხვა სასამართლოში მივლინებით. ამავე ცვლილებებით, შესაძლებელი ხდება იუსტიციის საბჭოს წევრების ზედიზედ ორი ვადით არჩევა.




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 44 900-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ბოლო 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
ზელენსკი - სიტყვა „ნანგრევები“ არასოდეს იქნება უკრაინის შესახებ, არასოდეს იქნება ჩვენს ქალაქებზე
ლვოვში საბჭოთა ჯარისკაცების ნეშტს გადაასვენებენ, მის ადგილას უკრაინის გმირების კომპლექსი შეიქმნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

„შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics