14:07 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 15:09:43, 1202 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ალიანსის გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს

ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას,- აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი

პესკოვის თქმით, სამხედრო ალიანსი რუსეთის საზღვრებთან ფართოვდება, რაც ევრაზიის კონტინენტზე „რისკებს ზრდის.“

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნატოს გაფართოება და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოება ჩვენს საზღვრებთან არ ხდის მსოფლიოს და რაც მთავარია, ჩვენს ევრაზიის კონტინენტს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს “, - განაცხადა პესკოვმა.

კითხვაზე, არის თუ არა ფინეთის ნატოში გაწევრიანება საფრთხე რუსეთისთვის, მან უპასუხა: „აბსოლუტურად“.

შეგახსენებთ, რომ ფინეთმა  ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ამ დრომდე  ეს არის მთავარი პოლიტიკური ცვლილება, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია.

 სკანდინავიის რეგიონში ნორვეგია, დანია და ბალტიის სამი ქვეყანა უკვე ნატო-ს წევრები არიან.  ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება,  მოსკოვის გაბრაზებას იწვევს, რომელიც ამბობს, რომ ორგანიზაციის გაფართოება  მის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის.

კითხვაზე, მოახდენს თუ არა ფინეთი ნატოში გაწევრიანებით რუსეთის პროვოცირებას , ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ აღნიშნა,  რომ დამნაშავე პუტინი იქნება. „ჩემი პასუხი იქნება, რომ ეს შენ გამოიწვიე. ჩაიხედე სარკეში."





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი დანიშნა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics