13:59 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 11:04:32, 1140 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეაში პირველად დაადასტურეს COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა

ჩრდილოეთ კორეამ COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა. მათი შეფასებით, ეს „უმძიმესი საგანგებო მდგომარეობა". აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას Reuter-ი ავრცელებს

ჩრდილოეთ კოერის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსის ომიკრონი ვარიანტი იქნა აღმოჩენილი.

გარდა ამისა, მარტის მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და არ არსებობს ოფიციალური ჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორი ტემპით მიმდინარეობდა მოსახლეობის ვაქცინაცია.

„8 მაისს აღებული ნიმუშები ფხენიანში მცხოვრები ადამიანებისგან, რომლებსაც სიცხე ჰქონდათ, აჩვენეს ომიკრონის ვირუსის ქვევარიანტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც BA.2,“- აღნიშნულია მოხსენებაში.

ამასთან ერთად, ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რეგიონებში მკაცრი ლოკდაუნის ბრძანება გასცა. სამთავრობო მედიის ცნობით, მობილიზებული იქნება საგანგებო სიტუაციისთვის განკუთვნილი მედიკამენტების მარაგები.

იმის მიუხედავად, რომ ჩრდილოეთს არასოდეს დაუდასტურებია კორონა ვირუსის არც ერთი შემთხვევა, სამხრეთ კორეისა და შეერთებულ შტატების ოფიციალური წარმომადგენლები ეჭვობდნენ, რომ ქვეყანა არ არის  დაცული COVID-ისგან, რადგან ომიკრონ ვარიანტის შემთხვევები ფართოდ დაფიქსირდა მეზობელ სამხრეთ კორეასა და ჩინეთში.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადებიდან ორი წლის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში მანამდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი დანიშნა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics