|
2015-02-04 20:25:08, 812 ნახვა
საზოგადოება
მერიასა და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერიასა და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ საქართველოს ოფისის დირექტორმა მათიას ვოლფაილმა. მერიის ინფორმაციით, მემორანდუმი მოიცავს ურთიერთთანამშრომლობას, რაც გულისხმობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით აქტივობების ჩატარებას, რაც უზრუნველყოფს როგორც ბავშვების, ისე აღმზრდელების უსაფრთხოების კულტურის ამაღლებას. თბილისის მერის განცხადებით, ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდს“ საბავშვო ბაღებში სხვადასხვა კუთხით მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. „სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და მათთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საბავშვო ბაღებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შედეგები, რომელიც საბავშვო ბაღებში მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით წაგვადგება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მათიას ვოლფაილის განცხადებით, „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ საბავშვო ბაღებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით მუშაობს. ორგანიზაციის თბილისის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, პროექტი ითვალისწინებს სხვადსხვა სახის პრევენციულ ღონისძიებებსაც. „მიუხედავად ბავშვების მცირე ასაკისა, ეს ითვალისწინებს ბავშვების მომზადებას სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფებისთვის, როგორიც არის მიწისძვრა, ხანძარი და ა.შ. რომ მათ ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია. პროექტი მოიცავას პირველადი დახმარების ტრენინგებსაც“, -განაცხადა მათიას ვოლფაილმა.
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)