18:16 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 11:21:03, 1839 ნახვა

ომი უკრაინაში
დროებით ოკუპირებულ იზიუმში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევებში 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

ხარკოვის რეგიონში, იზიუმში სახლის ნანგრევების ქვეშ 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, შენობა რუსმა ოკუპანტებმა მარტის დასაწყისში გაანადურეს და ამისათვის ათი დღე დასჭირდათ. 

„დროებით ოკუპირებულ იზიუმში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, რომელიც ოკუპანტებმა მარტის პირველ ათ დღეში გაანადგურეს, იპოვეს 44 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ეს არის რუსი დამპყრობლების კიდევ ერთი საშინელი სამხედრო დანაშაული. მშვიდობიანი მოსახლეობა! ჩვენ ვაფიქსირებთ თითოეულს და ისინი გადაიხდიან თითოეულს!“ - ამბობს ოლეგ სინეგუბოვი. 

ცნობისთვის, 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics