|
2022-05-09 18:07:06, 1819 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოება - რუსეთში აღლუმის საჰაერო ნაწილი არა ამინდის, არამედ უკრაინული ПЗРК-ების გამო გაუქმდა
მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი აღლუმის საჰაერო ნაწილი არა ამინდის, არამედ იმის გამო გაუქმდა, რომ ზოგიერთ ქალაქში მათ, შესაძლოა, გზად უკრაინული პორტაბელური საზენიტო სარაკეტო კომპლექსები (ПЗРК) შეხვედროდათ. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი ავრცელებს. მათივე თქმით, 2020 წელს რუსული მედია წერდა, რომ რუსეთის ფედერაციამ "ღრუბლების გაფანტვისთვი" 540 მილიონ რუბლზე მეტი დახარჯა, რათა სამხედრო ავიაციას უსაფრთხოდ ეფრინა. "კრემლის ოფიციალური ვერსიით, 9 მაისს, აღნიშვნის დროს, "აღლუმის საჰაერო ნაწილი ამინდის გამო გაუქმდა". საინტერესოა, რომ 2020 წელს რუსული მედია წერდა, რომ რუსეთის ფედერაციამ "ღრუბლების გაფანტვისთვი" 540 მილიონ რუბლზე მეტი დახარჯა, რათა სამხედრო ავიაციას უსაფრთხოდ ეფრინა. გასულ წელს კი ამაში 417 მილიონი რუბლი დაიხარჯა. შესაბამისად, "ცუდი ამინდის" შესახებ ისტორია მხოლოდ მანიპულაციაა, რადგან პუტინისთვის საკრალური მნიშვნელობის დღეს რუსეთისთვის 500 მილიონი რუბლის დახარჯვა პრობლემას არ წარმოადგენს. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა შეფასებებით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში მიდმინარე "სპეცოპერაციაზე" $500 მილიონიდან $20 მილიარდამდე ხარჯავს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გამარჯვების დღის აღსანიშნავი აღლუმის საჰაერო ნაწილი მოსკოვსა და სულ მცირე ორ დიდ ქალაქში გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ავრცელებდა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-თან..
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)