14:25 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 10:36:34, 2532 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიუპოლის მერის მრჩეველი - 9 მაისს ოკუპანტები ე.წ. ფილტრაციის ციხეში მყოფი მოსახლეობის აღლუმში ჩართვას გეგმავენ

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშენკო აცხადებს, რომ მარიუპოლში რუსი ოკუპანტები გეგმავენ ე.წ. ფილტრაციის ციხეში მყოფი თითქმის 2000 კაცის ტანსაცმლის შეიარაღებული ძალების ფორმაში შეცვლას და 9 მაისს „პატიმრების აღლუმში“ ჩართვას.

მისივე თქმით, რუსეთს არ ჰყავს საკმარისი რეალური პატიმრები, ამიტომაც ამ ხერხს მიმართავენ, რათა შეიქმნას სხვა პროპაგანდისტული სურათი. 

ანდრიუშჩენკოს პირდაპირი გამოსვლა : „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დღეს თითქმის 2000 კაცი იმყოფება ფილტრაციის ციხეში. ეს არის სოფლები ბეზიმენე და კოზაცკე. ისინი მარიუპოლიდან თითქმის 4 კვირის წინ გაიყვანეს. ამ მამაკაცებს აკავებენ და ეუბნებიან, რომ უკრაინულ ფორმაში ჩაცმულნი იქნებიან და მარიუპოლში ეგრეთ წოდებულ „პატიმართა აღლუმში“ ჩაერთვებიან, რადგან მათ არ ჰყავთ საკმარისი რეალური პატიმრები. ეს იქნება ისეთი გროტესკული მასა, რომ შეიქმნას სხვა პროპაგანდისტული სურათი”,- განაცხადა ანდრიუშჩენკომ. 

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მარიუპოლში გამარჯვების დღის აღსანიშნავად ემზადებიან, ამისთვის ქალაქში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ჩავიდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics