|
2022-05-04 16:03:26, 1933 ნახვა
რეგიონი
სოფელ სასირეთში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ინფრატსრუქტურის სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. უწყების ცნობით, ასფალტის დაგებამდე გზაზე, რომლის სიგრძე 750 გრძივი მეტრია მოეწყო რკინა ბეტონის კიუვეტები. გზის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ ახორციელებს, ფინანსდება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 538 000 ლარია. "სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზა ამორტიზირებული და მოუწესრიგებელი იყო. მუზეუმს, რომელსაც მრავალი ვიზიტორი ყავს პრობლემური გზა დისკომფორტს უქმნიდა.მოწყობილი საგზაო ინფასტრუქტურით ადგილობრივი მოსახლეობაც ისარგებლებს,"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)