14:27 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 13:55:43, 1695 ნახვა

ომი უკრაინაში
შოიგუ - უკრაინაში ნატო-ს მანქანებით ჩასული შეიარაღება განადგურდების ლეგიტიმური სამიზნეა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით,  უკრაინაში ნატო-ს მანქანებით ჩასული შეიარაღება და საბრძოლო მასალები განადგურდება.

მისი თქმით, სპეცოპერაციის მსვლელობისას რუსი სამხედროები „ავლენენ სიმამაცეს და გამბედაობას, ღირსეულად ასრულებენ სამხედრო მოვალეობას და უზრუნველყოფენ დონბასის მოსახლეობის უსაფრთხოებას"

"აშშ და მისი ნატოს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინაში იარაღის მიწოდებას . მე აღვნიშნავ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც ჩავიდა ქვეყნის ტერიტორიაზე იარაღით ან უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის განკუთვნილი მასალით, ჩვენ მიერ განიხილება, როგორც ლეგიტიმური სამიზნე განადგურებისთვის“, - განაცხადა შოიგუმ ოთხშაბათს გამართულ კონფერენციაზე.

 თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დასახული ყველა ამოცანის შესრულებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics