13:21 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 16:58:54, 1747 ნახვა

ომი უკრაინაში
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - EU-ში ახალი ქვეყნების წევრობა უნდა განიხილებოდეს, როგორც მათი რუსეთის პოლიტიკისგან დაცვა

EU-ში ახალი ქვეყნების წევრობა უნდა განიხილებოდეს, როგორც მათი რუსეთის პოლიტიკისგან დაცვა . - ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე შალენბერგი ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსეთის უკრიანაზე თავდასხმის თარიღი წყალგამყოფია.

"24 თებერვალი იყო წყალგამყოფი და მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი. არ უნდა მივყვეთ ძველ გზებს, არ მივყვეთ იმავე შაბლონს, რომელსაც ვიყენებდით ევროკავშირში ყოველი გაწევრიანების დროს, ახალი ქვეყნების გაწევრიანებასთან დაკავშირებით, არ დაიკარგოს რიცხვებში, კანონებისა და დეტალებში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, არამედ აღიაროს, რომ ახალი ქვეყნების წევრობა უნდა განიხილებოდეს, როგორც რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლის აუცილებლობა",-  განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics