13:22 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 22:12:06, 1965 ნახვა

ომი უკრაინაში
უეფა - რუსულ გუნდებსა და კლუბებს აეკრძალათ მონაწილეობა

რუსულ გუნდებსა და კლუბებს აეკრძალათ მონაწილეობა ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) შეჯიბრებებში "შემდეგ გაფრთხილებამდე", - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ავრცელებს.

მათივე თქმით, პორტუგალია რუსეთს ჩაანაცვლებს ქალთა ევრო 2022-ის ფინალურ ტურნირზე, რომელიც ინგლისში ივლისშია დაგეგმილი.

ცნობისთვის, რუსეთი 2023 წლის FIFA-ს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის აპრილში დაგეგმილ ორ მატჩს არ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 2022-23 წლების სეზონისთვის რუსეთს არ ექნება კლუბები, რომლებიც მონაწილეობენ უეფას ჩემპიონთა ლიგაში, უეფას ევროპა ლიგაში, უეფას ევროპის საკონფერენციო ლიგაში, უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგასა და უეფას ახალგაზრდულ ლიგაში.
უეფამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინადადება ევრო 2028-ის ან ევრო 2032-ის მასპინძლობისთვის დაუშვებელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics