|
2022-05-02 16:22:13, 1819 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის საგარეო - ლავროვის განცხადება არის აღმაშფოთებელი და მიუტევებელი, მცდარი ისტორიული წარმოდგენით
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებით საუბარზე დაიბარა. მინისტრმა იაირ ლაპიდმა აღნიშნა, რომ ლავროვის ეს სიტყვები "უპატიებელი, აღმაშფოთებელი და უხეში ისტორიული შეცდომა" იყო. მინისტრის თქმით, ისრაელი ლავროვისგან ბოდიშს ელოდება და რუსეთის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებს. „ლავროვის შენიშვნები არის აღმაშფოთებელი და მიუტევებელი განცხადება, ასევე საშინელი ისტორიული მცდარი წარმოდგენა. ებრაელებს თავი არ მოუკვლათ ჰოლოკოსტის დროს. ებრაელთა წინააღმდეგ რასიზმის ყველაზე დაბალი დონე არის თავად ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში,“ - წერს ლაპიდი Twitter-ზე. გარდა ამისა, სერგეი ლავროვის სიტყვები ისრაელის სხვა პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დაგმეს, მათ შორის იად ვაშემის ჰოლოკოსტის მემორიალის თავმჯდომარემ დანი დაიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლავროვი „მსხვერპლს კრიმინალად აქცევს, სრულიად ცრუ მტკიცებით, რომ ჰიტლერი წარმოშობით ებრაელი იყო“. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ის ინტერვიუს დროს, შეკითვაზე თუ როგორ შეესაბამება უკრაინის „ნაციფიკაციის“ ბრალდებები იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ებრაელია პასუხობს, რომ "ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)