11:27 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 15:44:57, 1556 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან

ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან,- ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ის ინტერვიუს დროს, შეკითვაზე თუ როგორ შეესაბამება უკრაინის „ნაციფიკაციის“ ბრალდებები იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ებრაელია.

სერგეი ლავროვმა პარალელი გერმანელ დიქტატორ ადოლფ ჰიტლერთან გაავლო და დასძინა, რომ "მასაც ებრაული სისხლი ჰქონდა".  

„მერე რა თუ ის ებრაელია, ჰქონდეთ, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან,“- განაცხადა ლავროვმა

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: აშშ-მ მაიამის შეხვედრა პუტინთან შეთანხმებების დასაფარად გამოიყენა
ტრამპმა პუტინთან შეთანხმებას მიაღწია მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მისი მოთხოვნები უგულებელყო - Axios
ზელენსკიმ აშშ სისუსტეში დაადანაშაულა
აშშ-მ რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე სანქციები 7 აპრილამდე მოხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics