|
2022-05-02 14:16:49, 1286 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ევროკავშირმა შესაძლოა დაუშვას, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსეთის ნავთობს ემბარგო არ დაუწესოს
ევროკავშირმა შესაძლოა დაუშვას, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე რაუნდის ფარგლებში ნავთობის ემბარგო არ დააწესონ, ვინაიდან ორივე ქვეყანა დამოკიდებულია რუსულ მარაგებზე, - ამის შესახებ ინფრომაციას Reuters აცრელებს. ევროკავშირის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ერთიანობის შესანარჩუნებლად, სლოვაკეთსა და უნგრეთს შესაძლოა მიეცეთ უფლება, არ შეუერთდნენ ემბარგოს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, სლოვაკეთი და უნგრეთი განსაკუთრებით დამოკიდებულნი არიან მოსკოვზე, რომლებიც ნავთობისა 96% და ნავთობპროდუქტების 58% იღებენ. გარდა ამისა Reuters აღნიშნავს, რომ ევროპას რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების თითქმის ნახევარი შემოაქვს. უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან კი ევროკავშირის ქვეყნებმა ენერგორესურსები თითქმის 20 მილიარდ ევროდ იყიდეს. შეგახსენებთ, რომ მანამდე უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრმა გერგელ გულიაშმა უკვე განაცხადა, რომ ბუდაპეშტი რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს დაბლოკავს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ასრულებს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტზე, რომელშიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ემბარგო რუსულ ნავთობზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)