|
2022-05-02 12:58:36, 992 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ავიაბაზარზე მსხვილმა გერმანულმა ავიაკომპანია Condor Airlines -მა ფრენები დაიწყო
გერმანულმა ავიაკომპანიამ Condor Airlines-მა 2 მაისს მაინის ფრანკფურტიდან თბილისში პირველი რეისი შეასრულა. რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „მოხარული ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიყვანეთ კიდევ ერთი ახალი, მსხვილი ევროპული ავიაგადამზიდავი, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანს ტურისტებს გერმანიიდან და ევროპის სხვა სახელმწიფოებიდან. გერმანია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, სწორედ ამიტომ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ გვქონოდა პირდაპირი მიმოსვლა ფრანკფურტის მიმართულებით თბილისიდან. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ პოზიტიურად მიმდინარეობს, რაც სწორი სტრატეგიის შედეგია. სტატისტიკის თანახმად, საქართველოს ტურისტული ბაზარი უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ევროპელი ვიზიტორებისთვის - 2022 წლის იანვარი-მარტის მდგომარეობით ქვეყანაში ევროკავშირის ქვეყნებიდან 616 პროცენტით მეტი ვიზიტი განხორციელდა 2021 წელთან შედარებით. ამასთან, აღდგენის მაჩვენებელი 2019 წელთან შეადრებით უკვე 67%-ია, რაც ზრდის მნიშვნელოვან ტენდენციაზე მიანიშნებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა. „ვფიქრობ, აღნიშნული დინამიკა გაიზრდება ევროპის სხვა ქალაქებში რეგულარული ფრენების რაოდენობის ზრდის პარალელურად. ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვა საერთაშორისო ავიაგადამყვანებთან, რათა მათ შეასრულონ რეისები თბილისსა და საქართველოს სხვა საერთაშორისო აეროპორტებში," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. აღსანიშნავია, რომ პირველ საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ტავ ჯორჯიასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)