|
2022-05-02 12:21:35, 1758 ნახვა
რეგიონი
ადიგენის მუნიციპალიტეტში ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი წამახალისებელი ღონისძიება გაიმართა
სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი წამახალისებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც გამოფენა/დაჯილდოება მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რძის პროდუქტები (ადიგენში მოქმედი კოოპერატივები ). მსურველებს შეეძლოთ გაცნობოდნენ მომწოდებლების პროდუქციასა და აღჭურვილობებს. პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პროექტი „პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2-ის“ ფარგლებში, ინოვაციური მცირე გრანტების გამარჯვებულებს (მეცხოველეობის და ვეტერინარიის კუთხით) სერთიფიკატები და აღჭურვილობები გადაეცათ. აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება , გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC) მხარდაჭერით ააიპ სამყარო/EYW-მ გაუწია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)