|
2022-05-01 06:23:03, 1351 ნახვა
ეკონომიკა
თამარ არჩუაძე: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსებისა და ტაქსების გარდა, მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ რკინიგზის საშუალებით მოვიდნენ
საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს დღეიდან ახალი გაჩერება - სადგური ქუთაისის აეროპორტი დაემატა. რეაბილიტირებულმა სადგურმა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება და შშმ პირებისთვის არის ადაპტირებული, დღეს ქუთაისის აეროპორტის პირველი მგზავრები მიიღო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, პროექტი უმნიშვნელოვანესია, რადგან აეროპორტის მიმართულებით მობილობა კიდევ უფრო გაიზრდება. ,,ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსებისა და ტაქსების გარდა, მგზავრებს უკვე შესაძლებლობა აქვთ რკინიგზის საშუალებით მოვიდნენ. ეს საშუალებას იძლევა მგზავრებმა გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალება, იმისთვის რომ აეროპორტამდე იმგზავრონ მათთვის კომფორტულ დროს და კომფორტული ტრანსპორტის სახეობით,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე. რეაბილიტირებული სადგურიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი 1 კმ და 800 მეტრია, რომლის დაფარვას 5 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მგზავრებს სადგურიდან აეროპორტამდე და პირიქით, უფასო შატლებით მომსახურებას სთავაზობს. დღეიდან, ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან გასამგზავრებელ ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს, თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით – უფასოდ იმგზავრებს. აქცია ძალაშია 7 მაისამდე.
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)