11:06 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 17:21:33, 1534 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო: მადლობა ღმერთს, რომ დიქტატურა გვაქვს, ამაშია წესრიგი, თორემ ჩვენც შიშვლები ვიქნებოდით

ბელარუსიის პრეზიდენტმა და პუტინის უახლოესმა მოკავშირემ ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ ქვეყანაში დიქტატურის გარეშე ბელარუსები „შიშვლები იქნებოდნენ“.

ლუკაშენკომ ბელარუსის დიქტატურა დემოკრატიულ პოლონეთს, ლიტვასა და ლატვიას შეადარა და დასძინა, რომ ამ ქვეყნებს თითქოს მარილი არ აქვთ.

"ესაა მთელი დემოკრატია! მადლობა ღმერთს, რომ დიქტატურა გვაქვს. თქვენ ყველამ გამაკრიტიკეთ: დიქტატურა, დიქტატურა. მაგრამ ამ დიქტატურაში წესრიგია. დიქტატურა რომ არ იყოს, ჩვენ შიშვლები ვიქნებოდით", - განაცხადა მან.

27 თებერვალს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბელარუსმა  შესაძლოა ომი გამოუცხადოს უკრაინას, ვინაიდან მათ ტერიტორიას იყენებს რუსეთი უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმების განსახორციელებლად,  დაზვერვის ჩასატარებლად  და ჯარების განლაგებისთვის.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ რაკეტები და თვითმფრინავები ბელორუსიდან დაფრინავდნენ,  არის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ .  ცოტა ხნის წინ უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯერჯერობით ბელარუსიდან მტრის შემოჭრის საფრთხე არ არსებობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: აშშ-მ მაიამის შეხვედრა პუტინთან შეთანხმებების დასაფარად გამოიყენა
ტრამპმა პუტინთან შეთანხმებას მიაღწია მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მისი მოთხოვნები უგულებელყო - Axios
ზელენსკიმ აშშ სისუსტეში დაადანაშაულა
აშშ-მ რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე სანქციები 7 აპრილამდე მოხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics