11:39 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 16:30:26, 1678 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ პარტნიორი ქვეყნებისგან S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემა მიიღო, რომელიც ცის დახურვაში დაეხმარება

 უკრაინის  სამხედრო ძალებმა პარტნიორი ქვეყნებისგან S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემა მიიღეს  -  საჰაერო თავდაცვის სისტემა უკვე ასრულებს საბრძოლო მისიებს სამხრეთის რეგიონში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა ავრცელებს.

მათი თქმით, მიღებული სარაკეტო სისტემა დაეხმარება უკრაინას დახუროს ცა და დაიცვას თავი საჰაერო დარტყმებისგან.

 „ჩვენ ვაგრძელებთ ცის დახურვას რუსული საფრთხისგან. პარტნიორი ქვეყნებისგან მიღებულმა  საჰაერო თავდაცვის S-300  სისტემამ მნიშვნელოვნად გააძლიერა საჰაერო თავდაცვა სამხრეთ რეგიონში.  სისტემა უკვე საბრძოლო მისიებში გამოიყენება“,- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის S-300 სისტემის გადაცემის შესახებ,  8 აპრილს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა, განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics