|
2022-04-29 11:28:30, 893 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა საქართველოს სახელით, ხელი მოაწერა დეკლარაციას ინტერნეტის მომავალის თაობაზე
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ონლაინ-ფორმატში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის მასპინძლობით გამართულ მინისტერიალში, რომლის მსვლელობისას მან საქართველოს სახელით, აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, ევროკომისიის, იაპონიის და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან ერთად, ხელი მოაწერა დეკლარაციას ინტერნეტის მომავალის თაობაზე (Declaration for the Future of the Internet, DFI). ხელმოწერა აშშ - ში, თეთრ სახლში, ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დეკლარაციის მიზანია დემოკრატიული სისტემების მხარდაჭერა და თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა დემოკრატიულ პროცესებში, პიროვნების კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა, უსაფრთხო და საიმედო კავშირის შენარჩუნება, ადამიანის უფლებებისა დაცვა და ონლაინ/ციფრულ ეკოსისტემაში მისი პატივისცემა, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გლობალური ეკონომიკის უზრუნველყოფა და ა.შ. დეკლარაციის მხარდამჭერი პარტნიორები თანამშრომლობენ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინდუსტრიასთან და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან დეკლარაციაში ჩამოყალიბებული პრინციპების განხორციელების მიზნით. ისინი ასევე მხარს უჭერენ და ხელს უწყობენ შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვას: ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებები, გლობალურ ინტერნეტზე წვდომა, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი წვდომა ინტერნეტზე, ნდობა ციფრულ ეკოსისტემაში, ინტერნეტის მრავალმხრივი მმართველობა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)