12:18 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-23 13:05:05, 1478 ნახვა

მსოფლიო
კანადა აცხადებს, რომ G20 ვერ იმუშავებს რუსეთთან ერთად

დიდი ოცეულის ეკონომიკის ჯგუფი ვერ იფუნქციონირებს მანამ, სანამ რუსეთი მისი წევრი იქნება, - განაცხადა კანადის ფინანსთა მინისტრმა კრისტია ფრილანდმა ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაზე.

„დიდ ოცეულს არ შეუძლია ეფექტურად ფუნქციონირება რუსეთთან ერთად,“- განაცხადა ფრილანდმა.

გარდა ამისა, დაძაბულობამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა G20-ის ეფექტურობა, რომელიც მოიცავს დასავლეთის ქვეყნებს, რომლებმაც მოსკოვი დაადანაშაულეს უკრაინაში ომის წამოწყებასა და ჩადენილ დანაშაულებებში.

„რუსეთს არ აქვს ადგილი იმ ქვეყნების მაგიდასთან, რომლებიც გაერთიანდნენ გლობალური ეკონომიკური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად“, -აღნიშნა ფრილანდმა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა საერთაშორისო წესები სამხრეთ უკრაინაში შეჭრით დაარღვია. „არ შეიძლება ერთდროულად იყო ბრაკონიერიც და მცველიც,“ - დასძინა კანადის ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან ერთდ, შეხვედრებზე რუსეთის ყოფნის გამო უთანხმოება გამოიკვეთა მთელი კვირის განმავლობაში. აშშ-ს, კანადის, ბრიტანეთის და სხვა დასავლეთის ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა რუსეთის გამოსვლების დროს დარბაზი ზედიზედ სამჯერ დემონსტრაციულად დატოვეს. თუმცა წლევანდელი G20-ის მასპინძელი ქვეყანა ინდონეზია კვლავ ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ მიუხედავად დაძაბულობისა პროგრესის რიგ საკითხებში მიღწევა მაინც შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დასავლეთის ქვეყანა, განსაკუთრებით კი - ჩინეთი თვლის, რომ რუსეთს გლობალურ შეხვედრებზე დასწრების უფლება უნდა ჩამოერთვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics