10:10 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 15:46:28, 1506 ნახვა

მსოფლიო
ავტრალიამ 114 რუს სენატორს, მათ შორის პუტინისა და ლავროვის შვილებს, სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ რუსეთის 144 რუს სენატორს, რომლებმაც ე.წ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების  "არალეგიტიმურად" აღიარებას მხარი დაუჭირეს, სანქციები დაუწესა.ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სენატორებთან ერთად ავსტრალიის მთავრობამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილებს : კატერინა ტიხონოვას, მარია ვორონცოვასა და ეკატერინა ვინოკუროვას სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა დაუწესა.

„ავსტრალია გააგრძელებს რუსეთისთვის ხარჯების გაზრდას იმ ადამიანების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია უკრაინის მიმართ განხორციელებულ ასეთ აგრესიაზე. იმის მოუხედავად, რომ რუსეთი თავის შეჭრას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს,უკრაინის დემილიტარიზაციისა და "დენაზიფიკაციის" მიზნით, “ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარისა პეინმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ავსტრალიამ მიზანმიმართული ფინანსური სანქციები 14 რუსულ სახელმწიფო საწარმოს დაუწესა, მათ შორის თავდაცვასთან დაკავშირებულ ბიზნესებს, როგორიცაა სატვირთო მანქანების მწარმოებელი KamAZ (KMAZ.MM) და გადამზიდავი კომპანიები SEVMASH და United.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ აშშ სისუსტეში დაადანაშაულა
აშშ-მ რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე სანქციები 7 აპრილამდე მოხსნა
ტრამპმა პუტინთან მილიონობით ტონა დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმების შესახებ განაცხადა
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics