|
2022-04-22 14:26:31, 1465 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკემ მოსკოვის პატრიარქ კირილთან შეხვედრა გააუქმა
რომის პაპ ფრანცისკესა და მოსკოვის პატრიარქ კირილს შორის შეხვედრის გეგმები დროებით შეჩერებულია. ამის შესახებ ინფრომაციას რუსული მედია არგენტინულ გაზეთ La Nacion-თან ფრანცისკეს ინტერვიუზე დაყრდნობით იუწყება. შეხვედრა ივნისში იერუსალიმში უნდა გამართულიყო, ვატიკანმა პაპის ვიზიტის 12-13 ივნისის გახანგრძლივება ლიბანში ერთი დღით გადაწყვიტა, რათა მას შეეძლო პატრიარქ კირილთან შეხვედრა 14 ივნისს იერუსალიმში. ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ნანობს გეგმების „შეჩერებას“, რადგან ვატიკანის დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ასეთმა შეხვედრამ შეიძლება ხალხის დაბნეულობა გამოიწვიოს. გარდა ამისა, ფრანცისკემ უკვე არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთი და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის წამოწყების გამო და გამოიყენა ისეთი ტერმინები, როგორიცაა გაუმართლებელი აგრესია და შემოჭრა. ამასთან ერთად დაგმო სისასტიკეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. თუმცა, მას პირდაპირ არ უხსენებია არც რუსეთი და არც პუტინი. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა კირილმა კი რუსეთის ეს ქმედება დალოცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)