|
2022-04-21 13:16:51, 1213 ნახვა
ეკონომიკა
„ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო ბიზნეს რეიტინგების მიხედვით მუდმივი ლიდერის სტატუსი მესამედ მიიღო
15 აპრილს, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების მეთორმეტე ცერემონიაზე, ქართულ ფარმაცევტულ საწარმოს "ავერსი-რაციონალს" გადაეცა საერთაშორისო ჯილდო "Leader of the Year". მუდმივი ლიდერის სტატუსი მან უკვე მესამედ მიიღო. „შვეიცარიულ და ნაციონალურ ბიზნეს რეიტინგებში გამარჯვება კიდევ ერთი დასტურია, იმისა, რომ ყველაფერს ხარისხიანად, მაღალ დონეზე ვაკეთებთ“, - აღნიშნა "ავერსი-რაციონალის" გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ. მისივე თქმით, საერთაშორისო რეიტინგებზე კომპანიების წარდგენა სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით ხდება, მაგალითად: როგორია კომპანიის წლიური ბრუნვა, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები. ინფორმაცია დგება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საჯარო მონაცემების მიხედვით, რაც ობიექტურ, ციფრებზე დაყრდნობილ შედეგებს უზრუნველყოფს. ორგანიზაცია "საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის" ხელმძღვანელმა მაკა კუტუბიძემ აღნიშნა, რომ წლევანდელ ცერემონიაზე ჯილდო გადაეცათ ქართულ და უკრაინულ წარმატებულ კომპანიებს; კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს თავიანთ სფეროში. ჯილდო მათი პროფესიონალიზმის და წარმატების დასტურია.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)