|
2022-04-20 17:26:48, 1340 ნახვა
მსოფლიო
„ბურთი კიევის მხარესაა, ველოდებით რეაქციას“ - პესკოვის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი გადასცა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა კიევს სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი "მკაფიო ფორმულირებით" გადასცა. ამის შესახებ გამოცემა "რია ნოვოსტი" იტყობინება . "მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში უკრაინულ მხარეს გადაეცა დოკუმენტის პროექტი მკაფიო ფორმულირებით. ბურთი კიევის მხარესაა, მოსკოვი ელოდება რეაქციას", - განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, უკრაინა, სავარაუდოდ, არ ჩქარობს რეაგირებას. "მათი მუშაობა შორს არის საუკეთესოსგან, ისინი არ ცდილობენ პროცესის გააქტიურებას", - დასძინა პესკოვმა. მანამდე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, უკრაინული მოლაპარაკებების ჯგუფის წევრმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად გაყინულია . მან ვერ იწინასწარმეტყველა, როდის გაიმართება პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)