|
2022-04-20 17:17:06, 1338 ნახვა
მსოფლიო
The Guardian - რუსეთი დონბასში საბრძოლველად სირიიდან, ლიბიიდან და სხვა ქვეყნებიდან 20000-მდე ჯარისკაცს აგზავნის
რუსეთმა დონბასში შეტევაში მონაწილეობის მისაღებად სირიიდან, ლიბიიდან და სხვა ქვეყნებიდან 20000-მდე დაქირავებული ჯარისკაცი განალაგა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. ოფიციალური პირის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში დაქირავებულთა რაოდენობა 10000-დან 20000-მდე მერყეობს და ძნელია ამ მაჩვენებლის გარჩევა სირიელებს, ლიბიელებსა და Wagner PMC-ის მიერ დაკომპლექტებულ ბოევიკებს შორის. „რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ რეალურად ვნახეთ გადაადგილება ამ ტერიტორიებიდან, სირიიდან და ლიბიიდან, დონბასის აღმოსავლეთ რეგიონისკენ და ეს ბიჭები ძირითადად ქვემეხად გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგობის წინააღმდეგ. ისინი ქვეითები არიან. ჰყავთ მძიმე ტექნიკა ან სატრანსპორტო საშუალებები“, - განაცხადა ჩინოვნიკმა. მედია წყაროზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ ყოფილ სირიელ ჯარისკაცებს უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის 600-დან 3 ათას დოლარამდე სთავაზობდნენ, წოდებისა და გამოცდილების მიხედვით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)