2022-04-19 16:37:14, 1681 ნახვა
ომი უკრაინაში
ლიეტუვას პარლამენტი - ვკრძალავთ რუსული ფაშიზმის Z და V ნიშნებს
ვკრძალავთ რუსული ფაშიზმის, Z და V ნიშნებს. - ამის შესახებ ინფორმაციას, ლიეტუვას პარლამენტი ავრცელებს .
მათივე ინფორმაციით, ასევე იკრძალება ე.წ. გეორგიევსკის ლენტის საჯარო დემონსტრირება.
„ სიმბოლოების დემონსტრირებისთვის ჯარიმა, ფიზიკური პირებისთვის 300-700 ევრო იქნება, იურიდიული პირებისთვის 1 200 ევრომდე, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის იქნება 500-900 ევრო, იურიდიული პირებისთვის კი 800- 1 500 ევროს ოდენობით “ - ნათქამია ლიეტუვას პარლამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ მსოფლიოს მოუწოდა მოეხდინათ Z სიმბოლოს კრიმინალიზება. Z სიმბოლოს, როგორც რუსეთის ომისა და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის მხარდაჭერის კრიმინალიზება. Z ნიშნავს რუსეთის ომის დანაშაულებს, დაბომბილ ქალაქებს, ათასობით მოკლულ უკრაინელსა და ბარბაროსობას .
ავტორი: ექსპრესნიუსი,