|
2022-04-18 17:57:49, 1468 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის მერი - მოსალოდნელია, რომ 200 000 რუსეთის მოქალაქე სამსახურსი გარეშე დარჩეს
მოსკოვში უცხოური კომპანიების დაახლოებით 200,000 თანამშრომელმა, დასავლეთის მხრიდან რუსეთში დაწესებული სანქციების გამო, შესაძლოა სამსახური დაკარგოს. ამის შესახებ ქალაქ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა . მისივე თქმით, ხელისუფლებამ გასულ კვირას დაამტკიცა 41 მილიონი დოლარის პროგრამა რუსეთის დედაქალაქში დასაქმების მხარდასაჭერად . „ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 200 000 ადამიანი სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშეა, ამავდროულად შევიმუშავეთ პროგრამა რომელიც პირველ რიგში, გამიზნულია იმ უცხოური კომპანიების თანამშრომლებზე, რომლებმაც დროებით შეაჩერეს საქმიანობა ან გადაწყვიტეს დაეტოვებინათ რუსეთი " - თქვა მოსკოვის მერმა . შეგახსენებთ, რომ ასობით ძირითადად დასავლურმა კომპანიამ გამოაცხადა თავისი საქმიანობის შეჩერება ან რუსეთიდან გამგზავრება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)