17:11 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 15:03:53, 1890 ნახვა

საზოგადოება
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა - ახალი ფუნქციონალი „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში

„საქართველოს ბანკის“  მუდმივად ცდილობს მომხმარებელს მისთვის საჭირო სიახლეები შესთავაზოს. ამჯერად მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა დაემატა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფუნქციონალის დახმარებით უკვე მარტივად და კომფორტულად, მობილბანკიდან შეძლებთ სასურველი კომპანიისგან სადაზღვეო პოლისის შეძენას.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ავტომობილის მართვისას მესამე პირისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს. პროდუქტი როგორც მესამე პირის ქონების დაზიანების, ასევე მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ხარჯებს ითვალისწინებს.
მობილბანკში უკვე შესაძლებელია სასურველი პოლისის რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად შეძენა როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვა ადამიანისთვის.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ფიზიკური პირების მფლობელობაში არსებულ ისეთ მსუბუქ ავტომობილებზე ვრცელდება, რომელიც არ გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის. სადაზღვეო პოლისის ვადა 1 წელია. დამატებით დეტალებს აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ახალი ციფრული პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო ყოვლისმომცველი და კომფორტული ციფრული გამოცდილება შევთავაზოთ. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის მეშვეობით, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა სხვადასხვა სადაზღვეო პირობებს შორის  მისთვის სასურველი პოლისი მობილბანკიდან, მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად შეიძინოს. აღნიშნული ერთ-ერთია იმ უამრავ ინიციატივას შორის, რომელსაც ბანკი მომხმარებლის საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინებით ნერგავს. ჩვენი მიზანია, მობილბანკისა და სხვა ციფრული არხების გამოყენებით, კიდევ უფრო მეტ საჭირო სერვისსა და პროდუქტზე მივცეთ მომხმარებლებს მარტივი წვდომა. გვჯერა, ეს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის ჩვენი მომხმარებლისთვის როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო  ოპერაციების შესრულებას. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე სიახლეების შეთავაზებას. მობილბანკის შესაძლებლობები უსაზღვროა“, - აცხადებს საქართველოს ბანკის ციფრული მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან კობახიძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს
ირაკლი კობახიძე – 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ
კობახიძე – თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი
კობახიძე – კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics