04:29 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 10:11:29, 1546 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტები უკრაინის სამხრეთში წამების ოთახებს აშენებენ, ადგილობრივებს იტაცებენ და ადამიანები შიმშილამდე მიჰყავთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების "წამების ოთახებს" აშენებენ, იტაცებენ ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს და ტერიტორიას რუბლის ზონაში გადასცემენ.

როგორც ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ეს ყველაფერი დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უფრო მეტ სიჩქარეს მოითხოვს სანქციების ახალი მძლავრი პაკეტის მომზადების კუთხით. 

„დემოკრატიულმა სამყარომ ასევე უნდა უპასუხოს იმას, რასაც ოკუპანტები აკეთებენ უკრაინის სამხრეთში - ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონებში. იქ შენდება წამების ოთახები. იტაცებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ყველას, ვინც ადგილობრივი თემებისთვის თვალსაჩინოა. “ - განაცხადა ზელენსკიმ. 

მისივე თქმით, ოკუპანტები ასევე აშანტაჟებენ მასწავლებლებს, იპარავენ პენსიების გადასახდელ ფულს, ბლოკავენ და იპარავენ ჰუმანიტარულ დახმარებას და ადამიანებს შიმშილამდე მიჰყავთ.

„ოკუპანტები ე.წ „დპრ“ და „ლპრ“-ის მაგალითზე ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების მოწყვეტას ცდილობენ, ამ ტერიტორიას რუბლის ზონაში გადასცემენ და რუსეთის ადმინისტრაციულ მანქანას ექვემდებარებიან.

ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუბლის ოკუპაციის მცდელობაზე პასუხი უნდა იყოს რუსეთის საბანკო და ფინანსური სისტემების სრული დაფარვა სანქციებით. რადგან ისინი საოკუპაციო მანქანის ნაწილია“, - განაცხადა ზელენსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics