|
2022-04-15 22:08:21, 1330 ნახვა
მსოფლიო
ფინეთი ნატოში გაწევრიანდება, - ფინეთის ევროპის საქმეთა მინისტრი
ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ტიტი ტიუპურაინენმა ბრიტანულ ტელეარხ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფინელი ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ნატოში შესვლას. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და პარლამენტში განიხილება, მაგრამ ალიანსში ფინეთის გაწევრიანების ალბათობა ძალიან დიდია. ტიუპურაინენმა დასძინა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი იყო და ომმა ბევრს გაახილა თვალები. ტიუპურაინენმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსი ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს ჩრდილოეთ ევროპაში მშვიდობისთვის. „რასაც არ უნდა იტყვის რუსეთი, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, მაგრამ ჩვენ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენი ინტერესებიდან, სიტუაციიდან და ზოგადად რაც ხდება ჩვენი შეფასებით“, - თქვა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)